,, დღეს ის უნდა მიკვირდეს,რომ შენობის კარი დაუხურეს?! ამის ჩამდენები სანდრო ახმეტელის,კოტე მარჯანიშვილის,ევგენი მიქელაძის გამანადგურებელი ბოლშევიკების მემკვიდრეები არიან” – ეკა ხერხეულიძე

4 weeks ago 8

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე 70 წლის გახდა. ეკა ხერხეულიძე მას ემოციური პოსტით ულოცავს:

,,პაატა ბურჭულაძისთვის იმიტომ კი არ წაურთმევიათ სცენა,რომ მისი “ბანი” დააყენეს ეჭვქვეშ,სიმართლის ბანით თქმის შეეშინდათ,რომელსაც სცენიდან აუცილებლად წარმოსთქვამდა იუბილარი-თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!
ეს შიში დროში გამოწრთობილია.ბევრჯერ ეტკინათ მისი მხრიდან მართალი სიტყვით მიყენებული ჭრილობები და ამიტომ გაუნადგურეს ყველაზე კეთილშობილური პროექტი “იავნანა”,რაც ნამდვილ ზეიმად იქცა და უნიკალური შესაძლებლობა გახლდათ ერთის მხრივ,ქართველი ხალხი ზიარებოდა მაღალ ხელოვნებას და მეორეს მხრივ,ქველმოქმედებით მიღებული შემოწირულობებით უსახლკაროებს საკუთარი ჭერი ღირსებოდათ.
ამ საქმისთვის ადამიანს სიცოცხლე გაუმწარეს და დღეს ის უნდა მიკვირდეს,რომ შენობის კარი დაუხურეს?!
ამის ჩამდენები სანდრო ახმეტელის,კოტე მარჯანიშვილის,ევგენი მიქელაძის გამანადგურებელი ბოლშევიკების მემკვიდრეები არიან,სხვაგვარად ვერც მოიქცეოდნენ.
მთავარი ისაა,რომ მათი მხრიდან ჩადენილი სიმდაბლე სახალხო ზეიმად შეგვიძლია ვაქციოთ და ხალხის გულებით გამთბარ დედაქალაქის მთავარ მოედანზე ვუმასპინძლოთ დიდ ხელოვანს.
როგორც ტოლსტოი იტყოდა-ხელოვნება არის ადამიანური საქმიანობა, რომლის მიზანია, სხვებს გადასცეს უმაღლესი და საუკეთესო გრძნობები.
გელით რუსთაველზე!
ვანახოთ ,რომელი სცენა აჯობებს-ხალხის,თუ ნომენკლატურის…
იდღეგრძელეთ,ძვირფასო“

სრულად წაკითხვა