შსს-ს ცნობით, აფეთქების მომზადების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

3 months ago 5619

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე აფეთქების მომზადების ბრალდებით, 25 წლის პირი დააკავეს.

უწყება განმარტავს, რომ სამართალდამცველებმა თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. შსს ირწმუნება, რომ აქციის მონაწილის ჩხრეკის

შედეგად ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ამოიღეს.

"პოლიციამ ორი ცალი მინის ბოთლი, ნაჭრის ფრაგმენტები და მათში მოთავსებული

აალებადი ნავთობპროდუქტი (ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი) ნივთმტკიცებად ამოიღო", - ვკითხულობთ შსს-ს ინფორმაციაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-229-ე პრიმა

მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მონაცემებით, გასულ ღამეს პოლიციის მიერ დაკავებულია 107 ადამიანი. მისივე სიტყვებით, აქციებზე დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომელი.

სრულად წაკითხვა