დღეს, მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრი გამოვიდა.
მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე, ატაცში, ზაზა ლომთაძემ 165/ 170 / 173 კგ. დაძლია და მე-5 ადგილი ერგო.
ლომთაძემ აკვრაში დაძლეული 205 / 213 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 386 კილოგრამით მე-6 საფეხურზეა.
ლონგინოზ ბრეგვაძემ კი თავი 167 / 172 კილოგრამს გაართვა და მე-6 პოზიციაზეა.
ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 198 / 205 კილოგრამით მე-, 9 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 377 კილოგრამით მე-7 საფეხურზეა.