19
ნიკა გვარამია, რომელიც საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ დარბაზიდან კვლავ გააძევა, განცხადებას აკეთებს:
„ჩვენ არ ვაპირებთ დღევანდელ სხდომაზე შესვლას… მას თავი სისხლის სამართლის სასამართლოს ზონდერი ჰგონია და ზუსტად ასე იქცევა… მისი კომპეტენცია არის უბრალოდ წარმოუდგენლად დაბალი კონსტიტუციურ სამართალში, თუ საერთოდ რამენაირი არის და გასაგებია რატომ დანიშნეს იგი რამდენიმე კვირით ადრე ამ სარჩელის ჩანიშვნამდე. ბატონი ნადარაია არის ზონდერი, მოვლენილი პარტიების გასაუქმებლად, მის დანიშნულება და ფუნქცია არის მხოლოდ ეს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ოპოზიციას, რომელიც ისედაც არის სამართლებრივი ტერორის და არა მხოლოდ სამართლებრივი ტერორის ქვეშ ამ ქვეყანაში…
…დღეს ჩვენი პარტია სასამართლოზე აღარ შევა, ხვალ კი ბატონი ნადარაიას აცილების საკითხს დავაყენებთ“
საერთაშიროსო alia.ge