„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კლუბის მსოფლიო ჩემპიონატზე „ალ-ჰილალთან“ 1/8 ფინალურ ეტაპზე 3:4 მარცხის შემდეგ მედიის წინაშე გამოვიდა და თავისი პოზიცია დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ყველა შეხვედრა რთულია და მიუხედავად მარცხისა, მისი გუნდი ბოლომდე იბრძოდა: „მეტოქეს ბევრი შანსი მივეცით, თუმცა ჩვენც ბევრი მოვახერხეთ. სამწუხაროდ, ასე გამოვიდა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად მადლობელი ვარ ჩემი მოთამაშეების და კლუბის თანამშრომლების.“
შეგახსენებთ, ალ ჰილალი 1/4 ფინალში ფლუმინენსეს დაუპირისპირდება.