“ე.ი ვინც კი გვებრძოდა, გვაშანტაჟებდა,  – მაგათ ჩვენები უხდიდით ფულს?!” – ლატარია

11 hours ago 2

171

ეკონომისტი, ირაკლი ლატარია:

მაგარი დაბნეული ვარ ეს ორი დღეა!!!

ე.ი ვინც კი გვებრძოდა, გვაბულინგებდა, ცილს გვაწამებდა, გვანერვიულებდა, ოჯახის წევრებს გულს უკლავდა, შვილებს ფეისბუუქს აუქმებინებდა, გვაშანტაჟებდა, ჩემს შემთხვევაში – ფარულად ვიდეოსაც მიღებდა და რამდენი რამ კიდევ – მაგათ ჩვენები უხდიდით ფულს?!!!

მართლა ისეთი არეული ვარ..

ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რაები გადაგვიტანია ამ ყველაფრის გამო?… გიფიქრიათ?…

ამის ფონზე, მართლა ერთგული, მებრძოლი გოგო ბიჭები სამსახურებიდან გამოუშვეს და ზოგი დღეს უკაპიკოდ ზის სახლში და ჩვენ, ხო – ხო ჩვენ, ამ ყველაფრის შემოქმედნს ვუხდიდით 5 ათასებს? …

ფუ რა, მართლა პოლიტიკის ბინძური დედას შე@@ცი მე!!!

პს: და ამ დროს, 500 და 1000 ლარების დახმარებებზე, ჩვენებს უარი მოსვლიათ!!!

აუ წავედი დავიძინო, იქნებ სიზმარი იყო.

ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი სახელფასო უწყისში იყო ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად დღემდე კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, ყოველთვიურ დაფინანსებას იღებს ნოდარ მელაძეც – კობახიძე

სრულად წაკითხვა