WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

18

ინფექციონისტი, ეპიდემიოლოგი, მაია ბუწაშვილი:

📈ებოლას ამჟამინდელი აფეთქების ეპიდსიტუაცია:

1 ნოემბრის მონაცემებით, აფრიკის ქვეყნებში (ძირითადად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში) ებოლას 10 532 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 5 126 ადამიანი – დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 50%.

ებოლა დაუდასტურდა კონგოში მომუშავე ბრიტანელ მედიკოსსაც. ამ ეპიდაფეთქების დროს ეს ბრიტანეთის მოქალაქის ინფიცირების პირველი შემთხვევაა. ის გადაყვანილია ლონდონში სამკურნალოდ.

🤒 სიმპტომები და გადაცემის გზები

🔹სიმპტომები ინფიცირებიდან 2-21 დღეში ვლინდება. დაავადება ხშირად იწყება უეცარი ცხელებით, სისუსტით, თავისა და კუნთების ტკივილით. მოგვიანებით შეიძლება დაემატოს ღებინება და დიარეა. შეიძლება სისხლდენით გართულდეს.

🔹ებოლას ვირუსი გადადის ავადმყოფის ან ვირუსით გარდაცვლილის სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან უშუალო კონტაქტით. სიმპტომების დაწყებამდე ადამიანი ვირუსს არ ავრცელებს.

💉 ვაქცინა და მკურნალობა

ამ ეპიდაფეთქების გამომწვევი Bundibugyo შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა ან სპეციფიკური მკურნალობა ჯერ არ არსებობს. ინფიცირებულის გადარჩენის შანსს ზრდის დროული დიაგნოსტიკა და სწრაფად დაწყებული სიმპტომური თერაპია.