WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 2 ძმა მოკლა, მესამემ კი გაქცევა მოახერხა. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი ამბები” კახეთიდან ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა ძმები ქორწილში მიდიოდნენ. ორი ძმა ადგილზევე დაიღუპა – მესამემ კი გაქცევა და მანქანისთვის თავის შეფარება მოახერხა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძმები, ცოტა ხნის წინ, რუსეთიდან დაბრუნდნენ.