WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გიზის პროვინციის ალ-აიათის რაიონში, კაიროდან სამხრეთით დაახლოებით 52 კილომეტრზე, ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს. დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი, 88-მ დაშავდა. ამის შესახებ ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, გიზა-ფაიუმის მატარებელი კუდში შეეჯახა კაირო-ასუანის მატარებელს.

„დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს რკინიგზის კატასტროფის შედეგებს და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სახელმწიფო უწყებებს დავავალე, უზრუნველყონ აუცილებელი სამედიცინო დახმარება, ოპერატიულად გამოიძიონ მომხდარის გარემოებები და პასუხისგებაში მისცენ ყველა, ვისი გულგრილობაც დამტკიცდება“, დაწერა თავის ტვიტერში ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ-ფათაჰ ალ-სისიმ.

როგორც სააგენტო AP აღნიშნავს, შარშან სექტემბერში იმავე რაიონში ორი სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად ტრავმები მიიღეს მატარებლის მემანქანემ და მისმა თანაშემწემ.