2026 წლის 9-15 ნოემბრის კვირა ასტროლოგიურად გარდამტეხ პერიოდად მიიჩნევა. ის ახალმთვარეობასა (9 ნოემბერს, თბილისის დროით 11:02 სთ-ზე) და მორიელის ნიშანში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან ასტროლოგიურ პროცესებს უკავშირდება.
როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, ამ კვირაში უმჯობესია ძველი ვალდებულებები გადააფასოთ და შინაგან წონასწორობაზე იზრუნოთ. კვირის პირველი, შედარებით დაძაბული ნახევრის შემდეგ, ვითარება თანდათან დასტაბილურდება, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, უკეთ შეაფასოთ პერსპექტივები და გადაწყვეტილებები ძლიერი ემოციური ზეწოლის გარეშე მიიღოთ.
9-15 ნოემბრის კვირა ხელსაყრელია სტრატეგიული დაგეგმვისთვის, თუმცა ფინანსურ და პირად ურთიერთობებში მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია 14 ნოემბერი, როდესაც სიყვარულის, ურთიერთობებისა და ფინანსური პრიორიტეტების გადაფასების მომენტი დგება.
კვირის ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები
10 ნოემბერი – ვენერა-მარსის სექსტილი
ეს ასპექტი სიყვარულისა და სითბოს თემას განსაკუთრებით აქტუალურს გახდის. ის ხელს შეუწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს და რომანტიკულ განწყობასა და ფიზიკურ მიზიდულობას გააძლიერებს.
შესაძლოა ახალმა ნაცნობის მიმართ ძლიერი გრძნობები დაიბადოს, რომანტიკული შეხვედრა კი სწრაფად გადაიზარდოს ვნებიან ურთიერთობაში. ამასთან, ურთიერთმიზიდულობას ზოგჯერ შესაძლოა ეჭვიანობა და მესაკუთრეობის განცდაც ახლდეს. გაიზრდება ინტერესი ხელოვნებისა და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართაც.
ეს პერიოდი ხელსაყრელია ბიზნესსაქმიანობისა და ახალი შესაძლებლობების მოსაძიებლადაც, თუმცა ფინანსური წარმატება რეალურ გარემოებებსა და გააზრებულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა გავლენიანი ადამიანებისა და საქმიანი პარტნიორების მხარდაჭერაც მიიღოთ. გაიზრდება ინიციატივიანობა, პრაქტიკული აზროვნება და სამეწარმეო საქმიანობის სურვილი.
ასევე მოიმატებს შემოსავლის გაზრდის მოტივაცია, რის გამოც ბევრმა შეიძლება დამატებითი სამუშაოს მოძებნა ან ახალი საქმიანობის წამოწყება გადაწყვიტოს.
♈ ვერძი
ამ კვირაში გეგმები შესაძლოა მოულოდნელად შეგეცვალოთ, თუმცა საბოლოოდ ეს ცვლილებები თქვენთვის სასიკეთო აღმოჩნდება. წარმატებას მოგიტანთ როგორც სრულიად ახალი პროექტების დაწყება, ისე ძველ, დაუსრულებელ საქმეებთან დაბრუნება. მეტიც, დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტების დასრულებას მოსალოდნელზე სწრაფად შეძლებთ. სამსახურის მაძიებლებსაც საინტერესო შესაძლებლობა გამოუჩნდებათ.
კვირის ყველაზე რთული საკითხი შესაძლოა ფინანსურ შეზღუდვებს უკავშირდებოდეს. მოგინდებათ, მეტი დახარჯოთ გართობაზე, სამკაულებსა და მოდურ ნივთებზე, თუმცა ფინანსური შესაძლებლობები ამის საშუალებას სრულად არ მოგცემთ. ამიტომ გარკვეულ სურვილებზე უარის თქმა მოგიწევთ.
სასიკეთო დღეები: 11, 14 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 9 ნოემბერი
♉ კურო
ამ კვირაში პირადი და სოციალური ინტერესების დაბალანსება მოგიწევთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს. ენერგია და აქტიურობა მრავალი გეგმის განხორციელებაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იზრუნოთ ოჯახის კეთილდღეობაზე – სწორედ ამ მხრივ გელით ყველაზე დიდი წარმატება და შთამბეჭდავი შედეგები.
სირთულეები შესაძლოა კარიერასა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას უკავშირდებოდეს. ეცადეთ, უთანხმოებამ პროფესიულ საქმიანობაზე უარყოფითად არ იმოქმედოს.
შაბათ-კვირას სერიოზული საქმეებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავება აჯობებს. თავს ყველაზე კომფორტულად შინ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იგრძნობთ.
სასიკეთო დღეები: 9, 13 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 12 ნოემბერი
♊ ტყუპი
ამ კვირაში ბევრი რამ თქვენს გადაწყვეტილებებსა და ინიციატივაზე იქნება დამოკიდებული. რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნას შეძლებთ და იგრძნობთ, რომ სწორ გზაზე დგახართ. შესაძლოა თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნებების ასრულებამდე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ.
მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, შეხვედრები, მოგზაურობა და ახალი გამოცდილება. მეგობრული კავშირები პრაქტიკული საკითხების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ. ამ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობებიც შესაძლოა უფრო ჰარმონიული გახდეს.
სიფრთხილე გმართებთ რეპუტაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. მოერიდეთ კანონისა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რადგან შესაძლოა ჯარიმა დაგაკისრონ.
შაბათ-კვირას რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ახლობლების აზრი მოისმინეთ – მათი მხარდაჭერა და რჩევა გამოგადგებათ.
სასიკეთო დღეები: 9, 14 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 10 ნოემბერი
♋ კირჩხიბი
ამ კვირაში თქვენი მთავარი საზრუნავი ფინანსური კეთილდღეობა იქნება. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ამ მხრივ საკმაოდ წარმატებული პერიოდი გელით. თქვენი შრომა სათანადოდ დაფასდება და შესაძლოა გაიზარდოს როგორც თქვენი ძირითადი შემოსავალი, ისე დამატებითი ფინანსური წყაროებიდან მიღებული თანხა.
ნუ მისცემთ განწყობის ცვალებადობასა და ნოსტალგიას უფლებას, ხელი შეგიშალოთ წინსვლაში. გამოიყენეთ თქვენი პიროვნული ხიბლი – ის წარმატების მიღწევაში ძალიან დაგეხმარებათ.
მოსალოდნელია მეგობრებთან შეხვედრები, სამსახურში ახალი შესაძლებლობები და სპორტული აქტივობები.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ტრავმების რისკს და ყოველდღიურ საქმიანობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ.
შაბათ-კვირას საკუთარი სურვილით ჩაერთეთ საოჯახო საქმეებში. ეს ახლობლებთან ურთიერთობასაც გაგიუმჯობესებთ.
სასიკეთო დღეები: 13, 15 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 11 ნოემბერი
♌ ლომი
ამ კვირაში თავდაჯერებულობა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა საგრძნობლად გაგიძლიერდებათ. ოპტიმიზმით იქნებით სავსე და შესაძლოა ისეთი მოვლენებიც განვითარდეს, რომლებიც თვითრეალიზაციის ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.
შეგიძლიათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აიღოთ, პროფესიულ საქმიანობაში ინიციატივა გამოიჩინოთ და ყველაზე რთულ ამოცანებსაც წარმატებით გაართვათ თავი.
გაგიუმჯობესდება ურთიერთობები მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან და ნაცნობებთან. წარმატებული იქნება მოგზაურობა და ახალი კონტაქტების დამყარება. კარგი პერიოდია სწავლისა და ცოდნის გაღრმავებისთვისაც – ინტელექტუალური დატვირთვის გაზრდას მარტივად გაუმკლავდებით.
თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველა გარემოება თქვენს სასარგებლოდ არ განვითარდება და გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევთ.
შაბათ-კვირას შესაძლოა გავლენიანი ნაცნობებისა და სანდო მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ.
სასიკეთო დღეები: 11, 14 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 13 ნოემბერი
♍ ქალწული
ეს კარგი პერიოდია ახალი ცოდნის მისაღებად და პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად. ინტუიცია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. უჩვეულო სიტუაციებშიც კი შეძლებთ, სწორად შეაფასოთ ვითარება და მოქმედების საუკეთესო გზა იპოვოთ. ეს კი ხელს შეგიწყობთ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენასა და რეალიზებაში.
საერთო ჯამში, ხელსაყრელი პერიოდია კარიერული წინსვლისა და შემოსავლის სტაბილიზაციისთვის. მოსალოდნელია გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერაც მიიღოთ.
სირთულეები შესაძლოა პრაქტიკული კომპიუტერული უნარების ათვისებას უკავშირდებოდეს. თუ სამედიცინო შემოწმება გჭირდებათ, ნუ გადადებთ მას – შეარჩიეთ შესაბამისი დრო და გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები და საკუთარი მდგომარეობა.
შაბათ-კვირა უმჯობესია, კომფორტულ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 11, 13 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 9 ნოემბერი
♎ სასწორი
გადაწყვეტილებების მიღებისას წინდახედულობა გამოიჩინეთ, რადგან თქვენი უახლოესი მომავალი დიდწილად სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული. თუ რისკზე წასვლა გიყვართ, ამ კვირაში სარისკო ნაბიჯებისგან თავის შეკავება აჯობებს.
მთელი კვირის განმავლობაში კონცენტრირებული იქნებით პიროვნულ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და თვალსაწიერის გაფართოებაზე. საინტერესო იქნება მოსაზრებების გაცვლა და განსხვავებული კულტურული თუ რელიგიური ტრადიციების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა. თუმცა ყველაზე მეტად უდარდელი და სახალისო აქტივობები მოგიზიდავთ. ზოგიერთ თქვენგანს შესაძლოა დიდი ხნის ნანატრი ოცნებაც აუხდეს.
სირთულეების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ზედმეტად არ გაგიტაცოთ კომპიუტერულმა თამაშებმა.
შაბათს საინტერესო მოვლენებია მოსალოდნელი, რომლებმაც შესაძლოა ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები გაგიხსნათ.
სასიკეთო დღეები: 13, 14 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 9 ნოემბერი
♏ მორიელი
ამ კვირაში შეეცადეთ, ცდუნებებსა და ილუზიებს არ აჰყვეთ და არსებულ ვითარებას რეალისტურად შეხედოთ, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც თქვენს შემოქმედებით პოტენციალს უკავშირდება.
თუ ამჟამინდელი სამსახურით უკმაყოფილო ხართ, შესაძლოა ისეთი ახალი სამუშაო იპოვოთ, რომელიც თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს უკეთ შეესაბამება. ამ პერიოდში მოსალოდნელია თქვენი სოციალური ან პროფესიული სტატუსიც გაუმჯობესდეს.
ხუთშაბათი განსაკუთრებით ხელსაყრელია ახალი პროექტების დასაწყებად. მთავარია, ამბიციური მიზნები დაისახოთ და მათ მისაღწევად გაბედული ნაბიჯები გადადგათ.
კვირის ყველაზე რთული საკითხი შესაძლოა ოჯახურ ურთიერთობებს უკავშირდებოდეს. გახსოვდეთ, რომ სიყვარულსა და ურთიერთზრუნვაზე დაფუძნებული კავშირები პრობლემების გადალახვას გაგიადვილებთ.
შაბათ-კვირას საყვარელი ადამიანებისგან სასიამოვნო სიურპრიზებს ელოდეთ.
სასიკეთო დღეები: 9, 12 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 10 ნოემბერი
♐ მშვილდოსანი
ამ კვირაში განსაკუთრებულად დაგჭირდებათ ყურადღება, თანმიმდევრულობა და წინდახედულება. შეეცადეთ, ამბიციები ოდნავ მოთოკოთ და ზედმეტად ექსტრავაგანტურ ქმედებებს მოერიდოთ, რათა სხვებმა თქვენი საქციელი არასწორად არ გაიგონ. ნუ ილაპარაკებთ იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა, და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს – ყველაფერს კარგად დაფიქრება სჭირდება.
მოგზაურობისთვის შესანიშნავი პერიოდია. მარტოხელა მშვილდოსნებმა შესაძლოა მომავალი პარტნიორი სწორედ მოგზაურობის დროს გაიცნონ. ასეთ ნაცნობობას კარგი პერსპექტივა ექნება. ზოგადად, რაც უფრო აქტიურად ითანამშრომლებთ უცხოელებთან და სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებთან, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი პარტნიორული ურთიერთობები. დაქორწინებულ მშვილდოსნებს კი პარტნიორთან ერთად მოგზაურობა მოუხდებათ.
სირთულეები შესაძლოა არათანაბარ სამუშაო დატვირთვას უკავშირდებოდეს.
შაბათ-კვირას სასურველი სტუმრები გეწვევიან.
სასიკეთო დღეები: 12, 15 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 10 ნოემბერი
♑ თხის რქა
ამ კვირაში მოგზაურობის, სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრების არაერთი შესაძლებლობა გექნებათ. კვირის შუა პერიოდში ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობისას შესაძლოა მოულოდნელი სიტუაციები შეიქმნას, რომელთა მოსაგვარებლად არასტანდარტული მიდგომა დაგჭირდებათ.
იყავით მზად ცვლილებებისთვის და ნუ იტყვით უარს ახალ შესაძლებლობებზე. თქვენი რჩევები ნათესავებისთვის განსაკუთრებით დროული აღმოჩნდება და შესაძლოა მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაშიც დაეხმაროთ.
კვირის ყველაზე პრობლემური სფერო რომანტიკული ურთიერთობები იქნება. ეცადეთ, პარტნიორთან უთანხმოება მშვიდად მოაგვაროთ.
შაბათ-კვირას ნუ შეეცდებით მოვლენების დაჩქარებას მიენდეთ ბუნებრივ დინებას და დაისვენეთ.
სასიკეთო დღეები: 11, 13 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 9 ნოემბერი
♒ მერწყული
ეს კვირა უჩვეულოდ ნაყოფიერი იქნება და სასიამოვნო სიურპრიზებითაც გაგახარებთ. გარშემო მყოფების ყურადღება და კეთილგანწყობა თავდაჯერებულობას შეგმატებთ. თუმცა ნუ ეცდებით, ყველაფერი მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ გააკეთოთ – სხვების აზრსაც მოუსმინეთ.
თავისუფლად სთხოვეთ დახმარება ახლობლებსა და მეგობრებს. ისინი სიამოვნებით დაგიჭერენ მხარს. ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ და შესაძლო დანაკარგების თავიდან აცილების საშუალებასაც მოგცემთ.
რომანტიკული ურთიერთობები უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახდება, გაძლიერდება პარტნიორებს შორის ფიზიკური მიზიდულობაც.
ვარსკვლავების რჩევაა, მოერიდოთ კამათს ოჯახის უფროს წევრებთან, განსაკუთრებით მშობლებთან, აგრეთვე, ბებიებთან და პაპებთან
შაბათ-კვირას ბევრი ახალი და საინტერესო რამის სწავლას შეძლებთ.
სასიკეთო დღეები: 10, 14 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 13 ნოემბერი
♓ თევზები
ამ კვირაში სახლის კეთილმოწყობასა და გარემოს მოწესრიგებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობთ. თქვენი ენერგია და ენთუზიაზმი იმდენად დიდი იქნება, რომ მოცულობითი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებასაც შეძლებთ.
სამსახურში შესაძლოა უფროსს დახმარება დასჭირდეს. თქვენი ჩართულობა რთული სიტუაციის მოგვარებას შეუწყობს ხელს და ძალისხმევა სათანადოდაც დაგიფასდებათ.
სიფრთხილე გამოიჩინეთ ნაცნობებთან ურთიერთობისას. ეცადეთ, პირადი საიდუმლოებები ყველას არ გაუზიაროთ და ისეთი ინფორმაცია არ გაამჟღავნოთ, რომლის შენახვაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ეს სამსახურსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგროვილი დაძაბულობისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
სასიკეთო დღეები: 11, 12 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 14 ნოემბერი
თამთა გურული
nostal.ge ახალი ამბები