ევრობასკეტზე ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს თურქეთი და გერმანია შეეცილებიან

8 hours ago 4

ევრობასკეტის მეორე ფინალისტი თურქეთის ეროვნული ნაკრები გახდა. ნახევარფინალურ შეხვედრაში თურქებმა საუკუნოვანი მეტოქე, საბერძნეთი, განადგურების ფასად, 94:68 დაამარცხეს და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს.

თურქეთმა უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა – გუნდმა მაღალი ტემპი და აგრესიული დაცვა შემოგვთავაზა, რის შედეგადაც პირველი მეოთხედი 10-ქულიანი სხვაობით მოიგეს. ამის შემდეგ საბერძნეთის ნაკრებს ფაქტობრივად შანსი აღარ ჰქონდა – თურქები ზედიზედ ყველა პერიოდში იგებდნენ და საბოლოოდ მეტოქეს არცერთ ეპიზოდში არ მისცეს თამაშში დაბრუნების შესაძლებლობა.

საუკეთესო აღმოჩნდა ერჯან ოსმანი, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო და სამქულიანებში საოცარი სიზუსტე აჩვენა – 8-დან 6. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩედი ოსმანმა, რომელმაც 17 ქულა მოიპოვა.

ტურნირის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, ალპერენ შენგუნმა, მატჩი დასრულა შთამბეჭდავი სტატისტიკით: 15 ქულა, 12 მოხსნა, 6 საგოლე პასი და 2 ჩაჭრა.

საბერძნეთის ნაკრები მთელი შეხვედრის განმავლობაში დამარცხებულის როლში იყო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ინდივიდუალური ოსტატობით რამდენიმე ძლიერი ფიგურა ჰყავს, თურქების მჭიდრო დაცვას ვერაფერი დაუპირისპირეს.

შედეგად, ევრობასკეტის დიდ ფინალში, 14 სექტემბერს, 22:00 საათზე, ერთმანეთს თურქეთი და გერმანია დაუპირისპირდებიან – ორი გუნდი, რომელმაც ტურნირზე ყველაზე სტაბილური და სანახაობრივი თამაში აჩვენა.

სრულად წაკითხვა