ევროკავშირი ასე ვეღარ მოგვექცევა. არ მივცემთ საშუალებას, აშშ ნაგავსაყრელად აქციოს – ტრამპი

5 hours ago 3

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებში აშშ-ს ასობით მილიარდი დოლარის დეფიციტი აქვს და ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება.

„ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის დეფიციტი გვაქვს. მათ არ უნდათ ჩვენი მანქანები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, თუმცა ჩვენ ვიღებთ მათსას. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, დიდხანს ასე ვეღარ მოგვექცევიან, რადგან ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, აშშ ნაგავსაყრელად აქციონ“, – განაცხადა ტრამპმა არიზონაში.

მისი თქმით, ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ამერიკისგან ბუნებრივი აირის შეძენის საკითხს, რაც ტრამპის აზრით, ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ქარის ენერგიისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

სრულად წაკითხვა