ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ უკრაინის ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი გმობს ე. წ. არჩევნების უკანონო ორგანიზებას. კალასის განცხადებით, ეს არის „რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების, ასევე უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი უხეში დარღვევა“.
„პირები, რომლებიც ჩართული არიან ამ ფიქციური არჩევნების ორგანიზებაში ან კანდიდატების წამოყენებაში უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსეთში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობისთვის ძირის გამოთხრაზე, სანქციებს დაექვემდებარებიან4, – აღნიშნა კალასმა.
ევროკავშირში რუსეთს მოუწოდეს, პატივი სცეს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და სუვერენიტეტს, და ასევე განაცხადეს, რომ არასოდეს ცნობენ არჩევნების ჩატარებას იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც კიევი ვერ აკონტროლებს.
სახელმწიფო დუმის არჩევნები რუსეთში 18-დან 20 სექტემბრამდე ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ერთიანი რუსეთი“ მიიღებს 355 მანდატს 450-დან – კონსტიტუციურ უმრავლესობას. ეს იქნება „ერთიანი რუსეთის“ ყველაზე დიდი ფრაქცია პარტიის მთელ ისტორიაში.
კალასმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნებმა მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ „რუსეთში დემოკრატიის ეროზია გრძელდება და ღრმავდება“, ხოლო ომის საწინააღმდეგო პროგრამის მქონე „იაბლოკოს“ გამორიცხვამ ფედერალური სიიდან „კიდევ უფრო შეზღუდა რუსი ამომრჩევლების არჩევანი“.
რუსეთის უარი, მოეწვია ეუთოს დამკვირვებლები ამ არჩევნებზე, როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, გამოხატავს რუსეთის მხრიდან იმ ვალდებულებების შესრულების „უგულებელყოფას“, რომლებიც აღებული აქვს ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს, და რუსი ამომრჩევლებისა და ინსტიტუტებისთვის ამ არჩევნების მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ შეფასებაზე უარის თქმას.
radiotavisupleba ახალი ამბები