ევროკავშირი: რუსეთი ვერ მიიღებს გაყინულ აქტივებს, თუ უკრაინას რეპარაციას არ გადაუხდის

1 week ago 5

უკრაინისთვის რეპარაციის გადახდის გარეშე რუსეთი ვერ მიიღებს თავის გაყინულ აქტივებს - აცხადებს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კაია კალასი.

"ცეცხლის შეწყვეტის, ან სამშვიდობო შეთანხმების არსებობის პირობებში ამ აქტივებისთვის რუსეთის დაბრუნება ჩვენთვის წარმოუდგენელია, თუკი ის უკრაინას რეპარაციას არ გადაუხდის" - კალასის ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

შაბათს ევროკავშირის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კოპენჰაგენში მართავენ არაოფიციალურ შეხვედრას, რომელზეც აპირებენ განიხილონ ევროკავშირის ქვეყნებში გაყინული რუსეთის აქტივების საკითხი.

ევროპაში და "დიდი შვიდეულის" ქვეყნებში გაყინულია 210-220 მილიარდამდე ევროს ოდენობის რუსეთის აქტივები. მათი უდიდესი ნაწილი მოდის სახელმწიფო რეზერვებზე, რომლებიც ძირითადად განთავსებულია ბელგიურ პლატფორმაზე Euroclear.

მსხვილი თანხებია დაბლოკილი საფრანგეთშიც - დაახლოებით 19 მილიარდი ევრო. გერმანიამ სუვერენული სახსრებიდან გაყინა 210 მილონამდე ევრო. რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების გარდა, სანქციები შეეხო რუსეთის ბიზნესმენების და კომპანიების კერძო ქონებასაც - მისი მოცულობა შეადგენს 24 მილიარდამდე ევროს.

ამ აქტივების მართვიდან მიღებულ მოგებას ევროკავშირი ნაწილობრივ უკრაინას ურიცხავს. 2025 წლის პირველ ნახევარში კიევმა ამ გზით მიიღო 10 მილიარდ ევროზე მეტი.

სრულად წაკითხვა