ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან – 27 მინისტრის შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

„მიმდინარე საკითხების ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ინფორმირებულები იქნებიან საქართველოსა და მოლდოვას არჩევნების შესახებ“, – წერია ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.