WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

3

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გმობს  „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯას.

EU-ს წარმომადგენლობა ჟურნალისტისთვის განაჩენის გამოცხადების წლისთავს X-ზე გამოეხმაურა.

„მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენის წლისთავზე, ევროკავშირი გმობს მის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს“, – წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის X-ზე.