ევროკავშირის ახალმა საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ბრიუსელში მიიღწია მარკო რუბიო, რომელიც ახლახან გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ამ პოსტზე ენტონი ბლინკენი შეცვალა.
რუბიო ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება, იტყობინება ბლოკის ოფიციალური პირი.
ევროპის კავშირი ესწრაფვის, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან თავისი კავშირები მოაწესრიგოს. ბლოკის წევრი ქვეყნები თავგამოდებით ცდილობენ თავიდან აიცილონ ტრამპის სავაჭრო ტარიფები და თავიანთ მხარეს ჰყავდეთ ის უკრაინის საკითხში, რადგან მან უკრაინასთან რუსეთის ომის დასრულების პირობა დადო.
„წერილში სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შევთავაზე მონაწილეობა მიიღოს ჩვენ შეხვედრაში მისთვის სასურველ დროს“ - მისწერა კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრებს. ამავე ცნობით, ჯერ რუბიოს წერილზე არ უპასუხია. ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-თან ურთიერთობის განხილვას აპირებენ 27 იანვარს ბრიუსელში. ტრამპი არ მალავს უკმაყოფილებას ევროკავშირის მიმართ და მას „ძალიან ძალიან" უსამართლო მოპყრობას აბრალებს აშშ-ის მიმართ ვაჭრობის სფეროში.
კალასს რუბიოსთან არ უსაუბრია. სახელმწიფო მდივანმა თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მხოლოდ პოლონელ კოლეგასთან გამართა სატელეფონო საუბარი.
ტრამპის პირობამ, რომ ომს დაასრულებს უკრაინაში, შეაშფოთა კიევი და მისი ევროპელი მოკავშირეები, რადგან ისინი არ გამორიცხავენ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი კიევის მხარდაჭერას შეწყვეტს და აიძულებს უკრაინას რუსეთთან მტკივნეულ დათმობებზე წავიდეს.