ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა, არ გამოვა! — პრეზიდენტი ემიგრანტებს მიმართავს

3 weeks ago 13

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს მიმართავს.

„გამოფხიზლდით! დროა, მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებული სპეცოპერაციების მიმართ… თავისუფალი გამოხატვის ჩახჩობის შესახებ… დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში, აღარ შეიძლება! ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა, არ გამოვა! ღირსებით ევროპისკენ კი არა, ღირსებით ცხოვრება არის მთავარი და საკუთარ თავთან მართლად დარჩენა!“, — წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ის ემიგრანტებს მოუწოდებს გამოხატონ პოზიცია პრესასა და ტელევიზიებში, საელჩოებთან ან თუნდაც სოციალურ ქსელში.

„ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს“, — წერს სალომე ზურაბიშვილი და დასძენს, რომ მისი მიმართვა ცხადია, არ ეხება იმ ადამიანებს ვინც პროტესტს გარედან შეუერთდა და საელჩოებთან იდგა.


  • მასობრივი პროევროპული და ანტისამთავრობო დემონსტრაციები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბერს დაიწყო. ამ დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ “ოცნება” უარს ამბობს ევროკავშირში ინტეგრაციაზე.
  • 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“.
  • კობახიძის ამ განცხადებას მოჰყვა სპონტანური აქცია „ქართული ოცნების” ოფისთან, რაც შემდგომ გადაიზარდა მრავალათასიან დემონსტრაციაში.
  • სპეცრაზმმა 28 ნოემბერს დაარბია და დაშალა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია, 29 ნოემბრის გამთენიისას კი რუსთაველის გამზირზე დარჩენილ მომიტინგეთა მცირე რაოდენობას სასტიკად გაუსწორდა.
  • ამის მიუხედავად 29 ნოემბერს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტთან, ისევე როგორც სხვა ქალაქებში.
  • სპეცრაზზმა იძალადა არაერთ ჟურნალისტსა და მოქალაქეზე.
სრულად წაკითხვა