ევროპარლამენტარი მიხალ ვავრიკიევიჩი ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს და ის რუსეთის გავლენის ქვეშ ჩატარდა. ამის შესახებ მან ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას “TV პირველი” ავრცელებს.
მიხალ ვავრიკიევიჩის თქმით, ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი სალომე ზურაბიშვილია:
“ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ არჩევნები მოიპარეს, გააყალბეს და იყო რუსეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციას და ოპოზიციის განცხადებებს, რომ ჩატარდეს ახალი, თავისუფალი და სამართლიანიარჩევნები . ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს.
ჩვენ აქ მხოლოდ იმიტომ არ ვართ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოვხატავთ, არამედ აქ ვართ ჩვენი პირადი შეხედულების გამოსახატად. ჩვენ იმ ქვეყნებს წარმოვადგენთ, სადაც ვიცით, როგორია რუსეთის გავლენა და მეთოდები, რომელსაც კრემლი იყენებს. ჩვენ წარმოვადგენთ ლიეტუვას და პოლონეთს, ჩვენი ისტორია გვასწავლის ამ გაკვეთილს, ამიტომაც აქვართ, რათა მხარი დაგიჭიროთ ქართულ საზოგადოებას,” – აღნიშნა მან.
ევროპარლამენტარები, დაინიუს ზალიმასი და მიხალ ვავრიკიევიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდნენ. ევროდეპუტატებმა შეხვედრა უკვე გამართეს ოპოზიციასთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.