European Parliament, Strasbourg; Photo: Civil.geევროპარლამენტის წევრებმა 17 დეკემბერს „საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღრმავების შესახებ“ დებატები გამართეს, რა დროსაც სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები და BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობა განიხილეს.
მაშინ როცა ევროპარლამენტარების უმეტესობამ შეშფოთება გამოხატა „ქართული ოცნების“ მთავრობის კურსის თაობაზე და მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდო ძალადობაზე, დემოკრატიულ უკუსვლაზე, კანონის უზენაესობის გაუარესებასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე გაამახვილა ყურადღება, უფრო მცირე ნაწილმა მმართველი პარტია დაიცვა.
დებატები ბრიუსელსა და სტრასბურგში დატვირთული კვირის ფონზე გაიმართა. როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს სხდომა გაიმართა; 18-19 დეკემბერს ევროკავშირის სამიტია დაგეგმილო, ხოლო ვიზების შეჩერების შესახებ მერვე ანგარიში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გამოქვეყნდება.
This post is also available in: English
Read Next
18/12/2025 - 17:34
„ქართულმა ოცნებამ“ ემიგრანტების მიერ ხმის მიცემის, ანტიკორუფციული ბიუროსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ კანონები მიიღო
11/12/2025 - 13:21
„ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინსტიტუტების თბილისში დაგეგმილ „სამთავრობო ქალაქში“ გადატანას გეგმავს
04/12/2025 - 12:38
The Hill: აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა MEGOBARI აქტთან დაკავშირებით მაიკ ჯონსონის თხოვნა დაბლოკა
17/11/2025 - 16:00
საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ხმის მიცემას ვეღარ შეძლებენ
12/11/2025 - 14:17
ახალი კანონი მსჯავრდებულ თანამდებობის პირებს 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს
08/11/2025 - 14:50

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·