Marko-Djuric, Serbian FM (left) and Mikheil Kavelashvili, GD-elected President.
Photo: Mikheil Kavelashvili/Facebook.„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, 17 დეკემბერს სერბეთში ვიზიტი დაიწყო, რაც ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ, მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ევროპულ ქვეყანაში.
ყაველაშვილთან ერთად სერბეთში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მმართველი პარტიის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ასევე საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს და ეროვნული კრების თავმჯდომარეს ანა ბრნაბიჩს შეხვდა. ყაველაშვილის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, იგი ორმხრივ შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ჯურო მაცუტთან.
This post is also available in: English
Read Next
14/10/2025 - 12:38
ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა
06/10/2025 - 15:28
„ქართული ოცნების“ ლიდერები ანდრეი ბაბიშს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ
26/09/2025 - 15:18
ყაველაშვილი აცხადებს, რომ გაეროს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ვახშამზე ტრამპთან ურთიერთობების განახლებაზე ისაუბრა
26/09/2025 - 11:24
მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა
23/09/2025 - 15:37
ყაველაშვილი და ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიას ესწრებიან
05/09/2025 - 11:48

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·