ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ ერთი წლით აკრედიტაცია შეუჩერა

1 week ago 13

სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ 13 მაისს განაცხადა, რომ ევროპარლამენტმა არხს აკრედიტაცია და მის შენობაში გადაღების ნებართვა ერთი წლით შეუჩერა. მაუწყებელმა ასევე განაცხადა, რომ მოლდოვას ხელისუფლებამ სამ ქართულ ტელეარხს, რომელსაც კიშინიოვში დაგეგმილი ევროპის საბჭოს შეხვედრის გაშუქება სურდა, აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

13 მაისის სატელევიზიო რეპორტაჟში „იმედმა“12 მაისით დათარიღებული წერილის ასლი გაავრცელა, რომელშიც აკრედიტაციის შეჩერების მიზეზად ევროპარლამენტარის საჩივარი და პარლამენტის პრესსამსახურების მიერ ჩატარებული „საფუძვლიანი გამოძიებაა“ დასახელებული. კერძოდ, „იმედის“ გადამღები ჯგუფი 6 მაისს „წინასწარი თანხმობის გარეშე მიუახლოვდა და გადაიღო ზემოთხსენებული ევროპარლამენტარი“, რომლის ფრაგმენტებიც შემდეგ „იმედის“ 10 მაისის გადაცემაში გავიდა.

„იმედის“ 10 მაისის რეპორტაჟი, სახელწოდებით „დემოკრატიის ფასადს მიღმა“, რომელიც გადაცემაში „იმედის კვირა“ გავიდა, აკრიტიკებს საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო.

რეპორტაჟში არხი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ევროპარლამენტის ანგარიშის ერთ-ერთ შესწორებაზე, რომელიც გმობს „იმედის“ და POSTV-ს როლს, „ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ სისტემატური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში“, მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს „გადახედონ ასეთი მედია საშუალებების აკრედიტაციას“ და ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს „გაიზიარონ გაერთიანებული სამეფოს მაგალითი და შესაბამისი შემზღუდავი ზომები მიიღონ“.

„იმედის კვირის“ სიუჟეტში ნაჩვენებია არხის გადამღები ჯგუფი, რომელიც ევროპარლამენტის შენობაში დადის და ევროპარლამენტარებს შემოთავაზებული ცვლილების შესახებ განმარტებებს სთხოვს. მათ ასევე აქვთ მცდელობა რომ ანგარიშის ავტორს, ლიეტუველ ევროპარლამენტარს, რასა იუკნევიჩიენეს გაესაუბრონ, და დერეფანში უკან მიყვებიან მას. ეს უკანასკნელი საუბარზე უარს აცხადებს და სთხოვს, წინასწარ შეუთანხმდნენ მის თანაშემწეებს ინტერვიუსთან დაკავშირებით.

მოლდოვას უარი აკრედიტაციაზე

ტელეკომპანია „იმედმა“ 13 მაისს ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი უთხრა სამ ქართულ არხს: „იმედს“, „რუსთავი 2“-ს და POSTV-ს აკრედიტაციაზე. სამივე ტელეკომპანიას კიშინიოვში 14-15 მაისს დაგეგმილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გაშუქება სურდა.

„იმედის“ მიერ გავრცელებულ წერილის ასლში ნათქვამია, რომ სამინისტროს თქმით, „აკრედიტაციის პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების პროცედურას მოიცავს. ამ განხილვის შემდეგ, თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა. პატივისცემით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება ინდივიდუალური აკრედიტაციის შეფასებებთან ან შიდა განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით“.

უფრო ადრე, 2025 წლის სექტემბერში, „იმედმა“ განაცხადა, რომ მისი გადამღები ჯგუფი, რომელიც მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას გეგმავდა, ქვეყანაში არ შეუშვეს.

.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა