WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საწვავის ფასების ზრდის ტემპის შესაჩერებლად ევროპის ქვეყნებმა საგადასახადო შეღავათებს მიმართეს.

იმავეს გაკეთებას არაარსებითი ეფექტის მოტივით”ქართული ოცნება” ჯერ-ჯერობით არ გეგმავს.

გერმანიის ფედერაციული მთავრობის გადაწყვეტილებით, საგადასახადო შეღავათებით, სექტემბერში 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 17 ცენტით შემცირდა. ცვლილებამ 2027 წლამდე მოქალაქეებს 2.5 მლრდ ევრო უნდა დაუზოგოს.

ესპანეთმა ასევე საგადასახადო შეღავათების ძალით ლიტრი საწვავის ღირებულება ოქტომბერში 20 ცენტით შეამცირა. ნოემბერ-დეკემბერში ფასდაკლების მოცულობა ინფლაციის წლიურ განაკვეთზე იქნება დამოკიდებული.

პოლონეთი უფრო შორს წავიდა და საწვავზე დღგ 23%-დან 8%-მდე შამცირა. თავდაპირველი გეგმით შეღავათები 2026 წლის 31 მაისს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ გლობალურად ნავთობზე ფასი კლების ნაცვლად კიდევ უფრო გაიზარდა,  საგადასახადო ფასდაკლება გაგრძელდა და ოქტომბრის მდგომარეობით ისევ მოქმედებს.

შვედეთმა ბენზინზეც და დიზელზეც ლიტრზე ნახშირორჟანგის გადასახადი 2.4 კრონით, დაახლოებით 24 ცენტით შეამცირა. საგადასახადო შეღავათების გზით ბალტიის ქვეყნებმაც ლიტრი საწვავი 6-8 ცენტით გააიაფეს.

მხოლოდ რუსული საწვავის იმედად არც შეერთებულ შტატებში არიან, ოქტომბერში ტრამპის გადაწყვეტილებით ის საგადასახადო შეღავათები, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილ დიზელზე მოქმედებდა, მსუბუქი ავტომობილების მფლობელებზეც გავრცელდა.

საწვავის გაძვირება მსოფლიოში მრავალი ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია. ნედლის ნავთობის ფასი ბარელზე $110, მაღალია მაგრამ არა რეკორდული. ნედლი ნავთობის გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ღირებულებაც, რამაც საცალო ფასები კიდევ უფრო მეტად გააძვირა.

საწვავის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა საქართველოშიც. რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 4 ლარს გადასცდა, პრემიუმის ₾4.30-ს, სუპერის ₾4.60-ს, ხოლო დიზელის ღირებულებამ 5 ლარიანი ნიშნულიც გადალახა.

აქციზის განახევრება 1 ლიტრ საწვავს 20-22 თეთრით შეამცირებდა, დროებით გაუქმება 40-45 თეთრით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი შეღავათის დაწესება არ განიხილება.