კოსოვოს ეთნიკური სერბების ყველაზე დიდი პარტიის პრეზიდენტმა 24 დეკემბერს განაცხადა, რომ გაასაჩივრებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც პარტიას აეკრძალა 9 თებერვლის არჩევნებში მონაწილეობა, ბელგრადთან ახლო კავშირების გამო.
ზლატან ელეკმა პრესკონფერენციაზე გამოთქვა მოლოდინი, რომ მისი პარტიის, "სერბთა სიის" შესახებ კომისიის გადაწყვეტილება გაუქმდება.
ელეკმა მკაცრი სიტყვებით მოიხსენია კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, ალბინ კურტი და თქვა, რომ კურტის მისი პარტიის არჩევნებიდან გაქრობა სურს.
"ეს არის ინსტიტუციური და იურიდიული ძალადობა სერბი ხალხის წინააღმდეგ, 'სერბთა სიის' წინააღმდეგ - რადგან კურტის არ სურს იხილოს 'სერბთა სიის' დეპუტატები კოსოვოს პარლამენტში, მას ამ პარლამენტში მორჩილი სერბების ხილვა უნდა" - თქვა ელეკმა.
საარჩევნო კომისიამ 23 დეკემბერს გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება არჩევნებზე არ დაეშვა 'სერბთა სია', და ამის მიზეზად მოიტანა პარტიის ნაციონალისტური ორიენტაცია და ახლო კავშირები სერბეთთან.