ეკოკულტურული ფესტივალი „თორო“ – შთაბეჭდილებების სავსე დღეები ბურიანში

12 hours ago 2

ეკოკულტურული ფესტივალი „თორო“ - შთაბეჭდილებების სავსე დღეები ბურიანშისაერთაშორისო ეკოკულტურულმა ფესტივალმა „თორო” წარმატებულად აიღო სტარტი,მწერლები,მხატვრები, მუსიკოსები სამი დღის მანძილზე ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ შემოქმედებას,მოწვეულ სტუმრებს.თოროს და არტბურიანის საოცარ გარემოს  საოცრად უხდებოდა ქართული ჰანგები,პოეზიაა,მხატვრობა.

ელგუჯა მარღია და მანანა გეგიძე არაერთი გახმაურებული წარმატებული პროექტის ავტორები არიან,ეს პროექტიც, ეკოკულტურული ფესტივალი “თორო”ამის ნათელი მაგალითია.

ეკოკულტურული ფესტივალი „თორო“ - შთაბეჭდილებების სავსე დღეები ბურიანში

ელგუჯა მარღია:

-ფესტივალმა წარმატებით აიღო სტარტი, მიხარია, რომ ამ ფესტივალმა ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ ადამიანებს სამი ლამაზი,შინაარსიანი დღე აჩუქა,მადლობა კულტურის სამინისტროს,შემოქმედებით საქართველოს პროექტის მხარდაჭერისთვის.

მანანა გეგიძე:

– ეს იყო საოცარი სამი დღე,სიყვარულით სითბოთი და ხელოვნებით გაჟღენთილი,ამ ფესტივალმა გვაჩვენა როგორი სხვანაირია სამყარო როცა ხელოვნება ,ბუნება და კეთილი ადამიანები ერთ სინთეზშია.

ლევან ბრეგაძე ლიტერატურათმცოდნე:

-მიხარია რომ ეს დღეები დიდხანს ემახსოვრებათ  ფესტივალის მონაწილეებს.წარმატებული გამოდგა პირველი საერთაშორისო ეკოკულტურული ფესტივალი „თორო“ სოფელ ბურიანში – ბუნების, პოეზიის, მუსიკის გარემოცვაში, სულთმარგებელი საუბრების ვითარებაში… მადლობა ფესტივალის იდეის ავტორებსა და ორგანიზატორებს შთამბეჭდავი გარემოს შექმნისთვის, სადაც ქალაქის ორომტრიალს განრიდებულებმა სასიამოვნო, ნაყოფიერი, დაუვიწყარი სამი დღე გავატარეთ!

გიზო თავაძე:

-ეს იყო სასწაული სამი დღე რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ბელა ქებურია:

-ეს ემოცია დიდხანს გამყვება,ბევრი მეგობარი შევიძინე,დაუვიწყარი სამი დღე მაჩუქა ფესტივალმა,მადლობა ბატონ ელგუჯას და მანანას ამ შესაძლებლობისთვის.

ბაღათერ არაბული:

-დიდი მადლობა საერთშორისო ეკოკულტურული ლიტერატურული ფესტივალი “ თოროს” დამფუძნებლებსა და ორგნიზატორებს, ნიჭიერ შემოქმედებს, ელგუჯა მარღიას და მანანა გეგიძეს, რომლებიც ქართული კულტურის, მწერლობის პოპულარიზაციას და  მხარდაჭერას ემსახურებიან ღირსეულად!..მადლობა ამ პროექტის მხარდამჭერებსა და დამფინანსებლებს, კულტურის სამინისტროს, შემოქმედებით საქართველოს და სხვა ორგანიზაციებსა თუ კერძო პირებს!..

ეს იყო ლამაზი და მნშვნელოვანი სამი დღე, რომელიც ძალიან შინაარსიანად და საინტერესოდ მიმდინარეობდა და რომელიც არავის დაგვავიწყდება!..

მადლობა ჩემს ნიჭიერ კოლეგებსაც, რომლებმაც დიდი სითბოთი და სიყვარულით დამამახსოვრეს თავი!..

და ბოლოს კი ის ლექს- ექსპრომტი მინდა, წარმოგიდგინოთ, რომელიც იქ მივუძღვენი ფესტივალის ორგანიზატორებს, ჩემს მეგობრებს, ელგუჯა მარღიას და მანანა გეგიძეს!..

„ნისლებს მთები კვლავ დაუბურია,

იქნებ მაისში კიდეც მოთოვლოს;

ჩვენ სამი დღეა, ვსტუმრობთ ბურიანს

და ლიტერატურ ფესტივალ “თოროს”…

ვსტუმრობთ მეგობრებს ნაღდს და გულიანს

და მათგან შექმნილ ზღაპარში ვცხოვრობთ;

დიდი მადლობა სოფელ ბურიანს

და ბურიანში ჩვენს ქართველ თოროს…“

ბაღათერ    არაბული

„თოროში”

„არის დრო, როცა დრო არსად მიდის,

სადაც მზეც, სივრცეც ლექსია მხოლოდ,

აქა ვარ ისე წყნარი და მშვიდი,

პოეტის ქოხში “თოროში” ვცხოვრობ!..“

ჯუბა ღებელი

ტარიელ ხარხელაური:

-მე თოროს მესამედ ვსტუმრობ,მიყვარს მისი მასპინძლები,ის პოეტური გარემო რომელიც  აქ არის  სულს და გულს ავსებს. „თოროში“ არაერთხელ დავბრუნდებით.

სრულად წაკითხვა