WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სინდისის პატიმარი ელენე ხოშტარია ქალთა ციხიდან კვლავ გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში. “სანდო წყაროს” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხოშტარია ეტლით გადაადგილდება.

„დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ლემონჯავას თქმით,თოდუას კლინიკაში ელენე ხოშტარიას კონკრეტული კვლევები უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა ვითარება საგანგაშო არ არის.

პოლიტიკოს ქალს, ოთხი შვილის დედას, ელენე ხოშტარიას 1.6 წელი მიუსაჯეს კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერისთვის. ამ ბანერზე ელენე ხოშტარიამ სტუდენტი გოგოს, მეგი დიასამიძის სოლიდარობის ნიშნად ფლომასტერით დაწერა – „რუსული ოცნება“.

პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ხერხემლის ანთებითი დაავადება აქვს. ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების გამო მას გადაადგილება ხელჯოხით უწევდა და ხელით კალმის დაჭერაც კი უჭირდა. ამ მიზეზით იგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით კლინიკა „ვივამედში“ რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ იგი კვლავ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც მკურნალობის შერეულ რეჟიმში გაგრძელება დაიგეგმა.