პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას, მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი და ექიმი ანი ქავთარაძე, წევრი პოლიტიკური გაერთიანებისა „კოალიცია ცვლილებისთვის“, ხვდებიან პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს. შეხვედრა პენიტენციურ სამსახურში მიმდინარეობს.
ამ შეხვედრის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, მოათავსებენ თუ არა მულტიფუნქციურ კლინიკაში ელენე ხოშტარიას, რომელსაც, ექიმების შეფასებით, მკვეთრად გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დღეს პარტია „დროამ“, რომლის ლიდერიც არის ხოშტარია, ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკოსი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და საჭიროა მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. საჭირო.
როგორც ელენე ხოშტარიას მკურნალმა ექიმმა მაკა იოსელიანმა განაცხადა 25 ივნისს პაციენტის მონახულების შემდეთ, ელენე ხოშტარიას შეენიშნება სახსრების მძიმე პათოლოგია. მისივე თქმით, ძლიერი ტკივილების გამო მან სათანადოდ ვერ მოახერხა პაციენტის გასინჯვა.
თავად ელენე ხოშტარიამ 26 ივნისს სოციალურ ქსელში მისი სახელით გავრცელებულ პოსტში განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, თავად არ მოითხოვს კლინიკაში გადაყვანას და ამ პასუხისმგებლობის აღებისკენ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·