“ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული არა მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, არამედ რეჟიმის სისტემური ბოროტებაა” – გიორგი ვაშაძე

3 days ago 5

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ოპოზიციონერი ლიდერი, მასზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს:

ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული არა მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, არამედ რეჟიმის სისტემური ბოროტებაა, რომელიც ებრძვის ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს.

ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ხელწერა – ძალადობა და რეპრესიები ყველა პატრიოტი ადამიანის დასაშინებლად.

პოლიცია, რომელიც ხალხის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, გადაიქცა რეჟიმის სასჯელის იარაღად.

ჩემი სრული სოლიდარობა ელენეს!
ფაქტია, რომ რეჟიმს უჭირს!
ჩვენ კი ვიბრძვით და გავიმარჯვებთ!“- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა