“ტელეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების – “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ” – სუს-ის განცხადება ტელეარხების გათიშვასთან დაკავშირებით

11 hours ago 3

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს ცალკეული ტელეარხების მაუწყებლობის გათიშვასთან დაკავშირებით:

ტელეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების – “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა.

გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.
შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სრულად წაკითხვა