პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას რუსთავის ქალთა ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანენ.
ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ ელენე ხოშტარიას ექიმებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ დაახლოებით 2 დღეში გადაიყვანენ.
ციხეში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ საჯაროდ ცნობილი 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გახდა, სადაც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ და „დროას“ აღმასრულებელმა მდივანმა გიგა ლემონჯავამ განაცხადეს, რომ საპატიმროში პოლიტიკოსის ჯანმრთელობა ბოლო 4 თვის განმავლობაში საგრძნობლად გაუარესდა.
მათი თქმით, მას აწუხებს სახსრების ძლიერი ტკივილი, უჭირს გადაადგილება (სჭირდება ხელჯოხი) და ზოგჯერ წერაც კი. დაცვის მხარე თურქი ექიმების რეკომენდაციებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სათანადო მკურნალობის გარეშე ხოშტარიას ჯანმრთელობას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·