გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 – ში, ყვავილების მაღაზია “ელინი” გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში მომხმარებელს ულამაზესი ვარდები, სხვადასხვა სახეობის მცენარეები და სასაჩუქრე კალათები დახვდება. “ელინის” დამფუძნებელი ირმა გომარელია, რომელსაც ამ მიმართულებით 10-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი მიზანია, რეგიონის მოსახლეობას და არა მხოლოდ მათ, განსხვავებული, გამორჩეული სივრცე და შესაბამისი პროდუქტი შესთავაზოს. ამ ყველაფრის შესახებ დეტალური ინფორმაცია NEO TV – ს მკითხველს აღნიშნული იდეის ინიციატორმა და დამფუძნებელმა, ირმა გომარელმა გაუზიარა.
– ირმა, რა იყო მთავარი შთაგონება, რამაც გადაგაწყვეტინა გორში საკუთარი ყვავილების სივრცის შექმნა და როგორია ამ ბიზნესში არსებული პირადი გამოცდილება?
– პროფესიით ბიოლოგი ვარ. ყვავილები და ყვავილებთან მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო თერაპიაა, ყვავილებს ჩემთვის სიხარული და სიყვარული მოაქვს. 10 წელია ვმუშაობ ამ მიმართულებით და გადავწყვიტე რეგიონის მოსახლეობისთვის და არა მხოლოდ მათთვის განსხვავებული სივრცე შემეთავაზებინა.
– რითი იქნება განსხვავებული შენი კონცეფცია სხვა ალტერნატივებისგან და რა მთავარ ესთეტიკას, სტილს ან განსაკუთრებულ მომსახურებას შესთავაზებ გორელებს?
– ამ სივრცეში ყვავილებთან ერთად სუნამოები და საჩუქრებიც გაიყიდება. გვექნება 24-საათიანი მიტანის სერვისი და ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც მარტო ჩვენი მაღაზიის სახელობის იქნება.
– ყვავილებს ხშირად განსაკუთრებული ემოციებისა და ისტორიების გასაზიარებლად ვარჩევთ. რა არის ყველაზე დასამახსოვრებელი ან ემოციური ისტორია, რომელიც შენს პრაქტიკაში უკვე უკავშირდება თაიგულის შექმნას?
– თითოეული თაიგული დაკავშირებულია განსაკუთრებულ ემოციებთან და ადამიანების გახარებასთან. მაღაზიაში უკვე წარმოდგენილი გვაქვს მრავალფეროვანი არჩევანი, მათ შორის ულამაზესი ბუკეტები დაბადების დღეების, იუბილეებისა და ბანკეტებისთვის, რომელსაც ინდივიდუალურად, დიდი სიყვარულით ვამზადებთ.
– სად და როგორ შეძლებენ მსურველები ამ ყველფრის მიღებას, შეკვეთების გაფორმებას და რა სიურპრიზია პირველი სტუმრებისთვის?
ჩვენი მისამართია: გორი, სტალინის 7 ნომერი. პირველ სტუმრებს ვახვედრებთ ალა ფურშეტს, ტორტს, საჩუქრებს და სახალისო გათამაშებებს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი და სანდო სივრცე, სადაც ნებისმიერი განწყობისთვის იდეალურ თაიგულს აღმოაჩენენ.
ესაუბრა ნინო ჩიბჩიური
Neotv