“ელისო კილაძის საქმე არის თეთრი ძაფებით ნაკერი” – რომან გოცირიძე

22 hours ago 4

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს პატიმრობაში მყოფ მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით:

რადგან ქოლცენტრებზე ჩამოვარდა საუბარი: საქართველოში ყველა მსგავსი კრიმინალური დაწესებულება ხელისუფლების მფარველობის წყალობით ახერხებდა მუშაობას. მათი მთავარი იარაღი სპეციალური პროგრამებია, რომელიც სატელეფონო ზარების გენერირების, ყალბი ფინანსური ვებგვერდებისა და სხვა თაღლითური სქემების ერთიანობაა. აქ ერთმა პირმა, ისრაელ-საქართველოს მოქალაქემ, აღიარა, რომ მსგავსი პროგრამებით ვაჭრობდა. ეს თაღლითი დღეს დაპატიმრების ნაცვლდ თავისუფალია, ხოლო ელისო კილაძე, რომელიც რაღაც ფარულ ჩანაწერში ამბობს, რომ ამხელდა ამ პიროვნებას, ახლა ციხეში ზის.

ელისო კილაძის საქმე, რაც გამოძიების მიერ გავრცელებული მასალებიდან შევიტყვეთ, არის თეთრი ძაფებით ნაკერი. მას ადანაშაულებენ ქოლცენტრების ამ ტექნიკური მხარდამჭერი პირის დასაშანტაჟების მცდელობაში. ვიღაცასთან სამზარეულოში საუბარი, რომ ამას და ამას დავაშანტაჟებ, სულაც არ ნიშნავს ქმედებას. სანამ იდეა ხორცს არ შეისხამს, ეს მხოლოდ მოსაზრებაა, ამას ჰქვია აზრის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციურად დაცულია. რომ ვთქვა ვიღაცასთან, ეს მთავრობა უნდა დაემხოსო, ეს არ ნიშნავს, რომ მის დამხობას ვაორგანიზებ.

ელისო კილაძე არის წინააღმდეგობრივი პიროვნება. მას ბევრი მომხრე ჰყავს და არანაკლები მოწინააღმდეგე. არ ვიცი სხვა რა პრეტენზიები აქვს გამოძიებას, მაგრამ ის საქმე, რაც მის წინააღმდეგ შეკერეს, ქოლცენტრების საქმის მხილების გასანეიტრალებლად მიმართულ ნაბიჯს ჰგავს ხელისუფლების მხრიდან.

მე არაფერი დამიშავებია, მხოლოდ პროგრამებს ვყიდიდიო, მოისაწყლა თავი იმ თაღლითმა კაცმა. ეს სწორედ ის პროგრამებია, მილიონობით ადამინი რომ გააუბედურა მთელ მსოფლიოში.

ნუ ვუყურებთ პერსონალურ მონაცემებს ზედაპირულად“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა