"ემოციურად გამიჭირდა ძალიან, კინაღამ გადავყევი" - ზურა შევარდნაძე ჯანმრთელობის ანამნეზზე

5 hours ago 2

გადაცემაში "პაციენტი" ბოტანიკოსი, მებაღე და გარდენია შევარდნაძის ავტორი ზურა შევარდნაძე თავისი ჯანმრთელობის ანამნეზზე საუბრობს.

"წელიწადში ორჯერ ვიკეთებ პროფილაკტურ ანალიზებს, არაფერი არ მჭირს, მაგრამ მაინც, აუცილებლად მივდივარ და წელიწადში ორჯერ ვიკეთებ ყველაფრის ანალიზს, სხვათაშორის გერმანიაში, რადგან იქაური დაზღვევა მაქვს" - ამბობს ზურა შევარდნაძე.

მან ასევე ისაუბრა კუჭის ოპერაციაზეც, რომლის დახმარებითაც 60 კილო დაიკლო.

"კუჭი მაქვს დაპატარევებული, მოვიბდღვენი ნახევარი ორგანო, მეტი რა უნდა მექნა? ძალიან მსუქანი ვიყავი, რომ ვდგებოდი სავარძელი მომყვებოდა. ვერ ვაკონტროლებდი ჭამას, სულ ვჭამდი. შოკოლადები მედო ხოლმე და ხილს ვჭამდი ბევრს. მივხვდი, რომ ამას ჩემით ვერ მოვერეოდი და დათო აბულაძემ გამიკეთა კუჭის ოპერაცია.

მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი, ძალიან გამიჭირდა, ემოციურად გამიჭირდა ძალიან. 60 კილო დავიკელი, დავკარგე წონა და წონასთან ერთად ემოცია. ჩემი საქმე ემოციის გარეშე არ გამოდის და ამას კინაღამ გადავყევი. ემოციურად ძალიან გამიჭირდა. გასულ ზამთარს გავიდა სამი წელი და ახლა მოვედი ჭკუაზე. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში" - ყვება ზურა შევარდნაძე.

სრულად წაკითხვა