„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად“, - აცხადებს ის.
მისივე განმარტებით, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, „მასწავლებლის ქცევის კოდექსი“ მასწავლებლებს უკრძალავს დამატებითი ფასიანი მომსახურება გაუწიოს საკუთარ მოსწავლეებს.
„იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებული არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება,“ - თქვა ზვიად გაბისონიამ.
ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სკოლაში დასაქმებულ მასწავლებლებს რეპეტიტორობა აეკრძალებოდათ.

3 hours ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·