მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა ფორვარდი, ენდრიკი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა იჯარით სხვა კლუბში გადავიდეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Defensa Central იტყობინება.
19 წლის ბრაზილიელს, რომელიც "სამეფო კლუბს“ დიდი მოლოდინებით შეუერთდა, ჯერჯერობით ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას. ამის მთავარი მიზეზი როგორც სასტიკი კონკურენცია შემტევი პოზიციებისთვის, ასევე ტრავმებია, რომლებმაც მისი პროგრესი მნიშვნელოვნად შეაფერხა.
ინფორმაციის თანახმად, ენდრიკით უკვე სერიოზულად დაინტერესდნენ „ვალენსია“ და „სელტა“. ესპანური გუნდები მზად არიან ახალგაზრდა თავდამსხმელს რეგულარული სათამაშო დრო შესთავაზონ, რაც „რეალის“ ხელმძღვანელობამაც დადებითად შეიძლება შეაფასოს, რადგან კლუბი მომავალში ენდრიკს გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ხედავს.
აღსანიშნავია, რომ ზაფხულში ბრაზილიელის დროებითი წასვლა უკვე განიხილებოდა, თუმცა ტრავმებმა პროცესი შეაფერხა და გარიგება ვერ შედგა.
ენდრიკი „რეალში“ 2024 წლიდან თამაშობს. დებიუტის სეზონში მან 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.