1
ენერგეტიკული ზავის შესახებ ტრამპის განცხადების შემდეგ რუსეთმა ხარკოვის №5 თბოელექტროსადგურს დაარტყა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს და თავდასხმის შედეგების ამსახველ კადრებსაც ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავი ამოქმედდა. დეტალები უცნობია. ზელენსკიმ Axios-თან კომენტარში განმარტა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია სიახლეა.
რუსეთის დუმის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თქვა., რომ უკრაინასთან ენერგეტიკული ზავის შესახებ არაფერი იციან.
საერთაშიროსო alia.ge