WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

ტრამპის განცხადებამ ზელენსკის წინააღმდეგ და რუსული ნავთობის შეძენის შესახებ ანონსმა უკრაინის მხარდაჭერის კონსოლიდაცია ხელახლა მოახდინა, როგორც ამერიკული პოლიტიკური ელიტის, ისე ევროპულის დიდ ნაწილში. მხარდაჭერა რუსეთის ენერგო და საკომუნიკაციო ობიექტების წინააღმდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენების მხრიდან ლამის ღია დაპირისპირება ტრამპთან აქამდე არ შეიმჩნეოდა.

ასე მოხდა 2025 წლის ზელენსკი-ტრამპის პირველი შეხვედრის შემდეგაც. მგონი ახლა მეტი მგზნებარებით მოხდა ეს.

ამასთან, რეალურად რუსული ნავთობი ან მოხვდება ამერიკულ ბაზარზე და ან ვერა – მით უფრო უკრიანული დაბომბვების ფონზე. და რომც მოხვდეს მთლიან ფასს რამდენად შეამცირებს – საკითხავია. მიუხედავად იმისა, რომ პრო-რუსულ ძალებს ტრამპის პოზიციამ ერთგვარი სტიმული მისცა, ტრამპთან ასოცირება მთლად კარგი არც მათთვისაა და მხოლოდ ირიბი პოზიტიური შეფასება გაკეთდა მისი ნაბიჯისადმი.

ზოგადად, კანადაში ვნახეთ ტრამპთან ასოცირების გამო დომინანტური პიერ პუალიევრის პარტია როგორ დამარცხდა არჩევნებში (თუმცა პუალიევრი პრო-რუსი არასდროს ყოფილა, უბრალოდ რაღაც ეტაპზე ტრამპთან ახდენდა ასოცირებას).

ახლა საფრთხე რომელიც არსებობს, ეს სტარლინკის ინტერნეტის საკითხია. ტრამპი არაპროგნოზირებადია ამ მხრივ. თუმცა იგი მუდმივად ცვალებადი და არათანმიმდევრული პოლიტიკოსია. ხვალ რას იტყვის და რა პოზიციაზე იქნება არავინ იცის. მას პოლიტიკური სტრატეგია არ აქვს, ის მუდმივად რეაქციებზე და პერსონალურ პოზიციებზეა აგებული.