WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

21

“ნაციონალური მოძრაობა” 1 ოქტომბერს რიყის პარკში, 19:00 საათზე აქციას აანონსებს.

აქციის სლოგანებია – “არა რუსულ რეჟიმს, თავისუფლება მიშას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს”

ენმ-ს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, აქცია რიყის დოქებთან გაიმართება.

“გადის 5 წელი, რაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შემქმნელი და საქართველოში ეპოქალური ცვლილებების ავტორი ზის ციხეში პუტინის ინსტრუქციით და დაჭერილია ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ.

დღეს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, და შიგნით, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ის 9 წელი იყო აღმშენებლობის 9 წელი და არა ისე შეფასებული ოცნების პროპაგანდის მიერ წლების მანძილზე და ეხლა არის ნგრევის 14 წელი…

ამიტომაც ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააზრებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის 9 წელი, ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და, რაც მთავარია, ძლიერი ქართული სახელმწიფოს რწმენის დაბრუნება თითოეული ქართული ოჯახისთვის და ქართულ ოჯახებზე ორიენტირებული ხელისუფლება.

ვისაც ეს გააზრებული აქვს და ვისაც გააზრებული აქვს მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან, ყველას მოვუწოდებ შევიკრიბოთ 19:00 საათზე, რიყის დოქებთან, იმ შენობასთან, რომელიც ისე გააპარტახეს, როგორც გააპარტახეს ჩვენი ქვეყანა”, – თქვა ბრიფინგზე ირაკლი ფავლენიშვილმა.