8
ჟურნალისტი, ბერდია კალანდია:
გუშინ ერთ-ერთ რესტორანში ელარჯი შევუკვეთე. კერძი რომ მოიტანეს, რამდენიმე წამი გაოცებული ვუყურებდი-ელარჯის შუაგულში კოვზი იდო.
თავიდან ვიფიქრე, ალბათ შეეშალათ-მეთქი. გადავხედე ჩემი მეგობრის თეფშს იქაც იგივე „კულინარიული ინოვაცია“ დამხვდა.
კოვზი ელარჯში?!
ბრინჯის ან “მანაიას” ქაშა რომ მომეთხოცა კიდევ გავიგებდი, მაგრამ ელარჯს შუაგულში კოვზი რატომ უნდა “ერჭოს”?
პროტესტი გამოვთქვი.
პასუხი: „შეფმა ასე ბრძანა.“
— შეფი საიდან არის?
— მოწვეულია.
— მეგრელია?
— არა.
შეფთან შეხვედრა მოვითხოვე.
უარი მთხილშეს.
ახლა კი მართლა მაინტერესებს როდის გახდა ელარჯის შუაგულში კოვზის ჩარჭობა კულინარიული სტანდარტი?
ელარჯი ნებისმიერი ფაფა არ არის ის მეგრული სამზარეულოს ნაწილია, თავისი ტრადიციით, მომზადების წესითა და კულტურით.
შეიძლება ვინმემ მითხრას რა მოხდა, ერთი კოვზიაო.
მაგრამ სწორედ ასეთი „ერთი კოვზებით“ იცვლება ნელ-ნელა ყველაფერი…
და თუ შეფმა ასე ბრძანა, იქნებ ერთხელ მაინც აგვიხსნას ეს ელარჯის ახალი რეცეპტია თუ უბრალოდ კოვზის გამოყენების ახალი ფილოსოფია? ჰო,
კიდო შეფ ბატონო ღერღილი კარგად უნდა მოიხარშოს. “ოხვანჯგალია” არ უნდა იყოს…. ჩაო და სარკო….
საერთაშიროსო alia.ge