ენმ ეჭვობს, რომ მათ ოფისში შეიტანეს ნივთები, „რომლითაც სახელმწიფო გადატრიალებას დაააბრალებენ“

2 weeks ago 13

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ეჭვობენ, რომ მათი ოფისის ჩხრეკისას პოლიციას შეეძლო შეეტანა ნივთები, რომლებსაც მოგვიანებით გამოიყენებენ როგორც მტკიცებულებას იმისა, რომ პარტია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა.

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენს ოფისში შემოიტანეს სწორედ ის ნივთები, რომლითაც ახლა სახელმწიფო გადატრიალებას დაგვაბრალებენ. ეს არის ფალსიფიცირებული კადრები, რომელსაც თქვენ გაჩვენებენ, რომლის ავთენტურობას არავინ დავიჯერებთ და რომელიც არის სწორედ ის მეთოდი, რასაც
იყენებს პუტინი და მისი მსგავსი ავტოკრატები ავტოკრატიულ სახელმწიფოებში“, — განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ჩხრეკის შემდეგ პოლიციამ წაიღო: საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ისევე როგორც ფიზიოლოგიური ხსნარი და სხვა სამედიცინო საშუალებები.


4 დეკემბერს, დღის საათებში, ჩხრეკები ჩატარდა “ნაციონალური მოძრაობის”, “ახალის”, “დროას”, “გირჩი – მეტი თავისუფლების” და ჯგუფ “დაიტოვეს” ლიდერების, ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლებში.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა პროცესის დასრულებამდე დეტალურ განმარტებას არ აკეთებენ.

სრულად წაკითხვა