„ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი იქნება.
გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს, რომელიც დღეს, 5 აგვისტოს, გაიმართა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, მმართველობითი საბჭოს კომპეტენციაში შედის ის უფლებამოსილებები, რაც წინა წესდებით პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს. მისი თქმით, ახლა ეს კომპეტენციები გაერთიანდა.
„გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის და სხვა თანამდებობები და შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო მმართველი საბჭოს სახით. მმართველი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა არაუმეტეს 9 წევრისა.
თუმცა თინა ბოკუჩავამ უარი განაცხადა მმართველი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე და დარჩა პოლიტსაბჭოს რიგით წევრად. ამ ეტაპზე მმართველი საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრული არის 8 წევრით. ესენი არიან: პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი და ლევან ბეჟაშვილი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ის ჯერ პარტიის წევრი არ არის და არც პარტიის მმართველობით ორგანოებში იღებს მონაწილეობას.
„კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ პარტიის მიღმა შეიქმნას რეფორმების საბჭო, სადაც პარტიული შემადგენლობით ექსპერტები, გულშემატკივრები მიიღებენ მონაწილეობას რეფორმების საბჭოს მონაწილეობაში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·