თურქეთის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა, ვინჩენცო მონტელამ. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაზე.
გამოსარჩევია, როგორ შეაფასა და ისაუბრა მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე.
"ერთ-ერთ ურთულეს ჯგუფში ვართ, მაგრამ მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს და თითოეულ გუნდთან საბრძოლველად მზად ვართ.
მესამე კალათიდან ერთ-ერთი ურთულესი მეტოქე შეგვხვდა – საქართველოს ნაკრები, ხოლო მე-4 კალათიდან – ბულგარეთი.
კარგი და ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ასე რომ ყველაფრისთვის მზად ვართ, მეც ჩემი ფეხბურთელების გამო არ ვღელავ და მშვიდად ვარ.
თუ ჯგუფს ვერ მოვიგებთ, ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი პლეი-ოფში გასვლა და ჩემპიონატზე ამ გზით მოხვედრაა"
- ამბობს იტალიელი სპეციალისტი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთთან და საქართველოს ნაკრებთნ ერთად E ჯგუფში ასევე არიან ბულგარეთი და ესპანეთისა და ნიდერლანდების წყვილს შორის გამარჯვებული.