"ერთადერთი ნათელი წერტილია" - როგორ ეხმაურებიან "ვალენსიას" ფანები მამარდაშვილის პრიზის მოგებას

15 hours ago 2

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს "ვალენსიას" უცხოელი ფანები გამოეხმაურნენ.

"მამარდაშვილს რომ ვხედავ, ტირილი მინდება, პატარ ბიჭი იყო ჩვენთან რომ მოვიდა ახლა კი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელია. გვეამაყები, მამარდ!"

"ჩვენი გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილია. როცა ყველა ცუდ ფორმაშია, მხოლოდ მამარდა დაფრინავს.

"გული მწყდება, რომ გიორგი მომავალ სეზონში დაგვტოვებს, თუმცა ის უკეთეს გუნდს იმსახურებს. 

"ბევრი ქართველისთვის იყო საუკეთესო წელი, მაგრამ მამარდაშვილი აქაც პირველია. წინ უფრო მეტი წარმატება ელის. 

"ჩვენი საამაყო მეკარე საქართველოშიც დომინირებს. ისეთი წელი ჰქონდა, რომ არაა გასაკვირი გამარჯვებული რომ იგია", - წერენ ქომაგები.

სრულად წაკითხვა