სერია B-ში გიორგი კვერნაძემ ფროზინონეს მაისურით პირველი გოლი გაიტანა და სალერნიტანასთან მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
მატჩის შემდეგ იტალიურმა მედიამ გიორგისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
Frosinonetoday
კვერნაძე, 8 ქულა – მატჩში ორი საკვანძო ეპიზოდი იყო: შესვენებამდე სტუმართა მოთამაშის გაძევება და მოედანზე კვერნაძის შემოსვლა, რომელიც გადამწყვეტი გოლითა და ამბროსინოს პასით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
Tuttomercato
კვერნაძე 7.5 – მოედანზე შევიდა და თამაშის მსვლელობა შეცვალა. „სალერნიტანას“ დაცვა გაიარა და 40-მეტრიანი დრიბლინგი გოლით დაასრულა, შემდეგ კი სუპერგოლი გაატანინა ამბროზინოს.