გიორგი მამარდაშვილი ტრავმიდან ბრუნდება და ნელ-ნელა გუნდთან ერთად ვარჯიშს იწყებს.
ქართველ მეკარეს დაახლოებით 2-3 კვირა გაუცდა.
გიორგი მომჯობინდა და მზად არის, რომ საახალწლო არდადეგები შეიმოკლოს და გუნდთან ერთად ივარჯიშოს, რათა სასყრველ ფორმას დაუბრუნდეს.
გამოცემა "AS" "ვალენსიას" კარის დარაჯზე სტატიას აქვეყნებს:
“გიორგი მამარდაშვილი ნაადრევად ამთავრებს შვებულებას და ტრავმის შემდეგ აღდგენის პროცესს პატერნაში (კლუბის საწვრთნელ ცენტრში) აგრძელებს.
ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მამარდაშვილი ვალენსიას ერთგულია, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ ზაფხულს ის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ლივერპულში გაემგზავრება. ქართველი მეკარე, რომელმაც რაიო ვალეკანოსთან მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და აღდგენის პროცესის ბოლო სტადიას გადის, დღეს (27 დეკემბერს) დილით პატერნაში გაემგზავრა.
მამარდაშვილის მოედანზე დაბრუნებას რეალთან მატჩში (3 იანვარს) ნაკლებად უნდა ველოდოთ და ალბათ ვალენსიას კარს ისევ დიმიტრიევსკი დაიცავს, მაგრამ 7 იანვარს, ესპანეთის თასის გათამაშებაში, ელდენსესთან სტუმრად გასამართი დაპირისპირება შესაძლოა კარგი ტესტი იყოს მამარდაშვილის მდგომარეობისა და ფორმის შესაფასებლად. ამ დღეს ზუსტად ერთი თვე შესრულდება, რაც მან ტრავმა მიიღო.
იქამდე კი მამარდაშვილს კარლოს კორბერანისა და მარკოს აბადის (მეკარეთა მწვრთნელი) ხელმძღვანელობით მოუწევს ვარჯიში. ვალენსიაში სამწვრთნელო შტაბს უახლოეს საათებში ელოდებიან, რომელსაც სრულ გუნდთან პირველი კონტაქტი უკვე კვირას, პატერნაში ექნება”, - წერს გამოცემა.