„ერთი პატარა, უწყინარი კომენტარი დაგიწერე „ფეისბუკზე“ და დამბლოკე“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ნუცა ბუზალაძეს მიმართავს

17 hours ago 2

„უწყინარი კომენტარი დაგიწერე ფეისბუკზე და დამბლოკე ნუცა, ეგრე გააგრძელე…“ – ამის შესახებ ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვაში ამბობს და მომღერალ ნუცა ბუზალაძეს მიმართავს.

ჟურნალისტის თქმით, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაბლოკვა ნუცა ბუზალაძის მხრიდან მაშინ, როდესაც მისგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები, ყველაფერს აკეთებდნენ კონკურსებში მომღერლის გასამარჯვებლად – ეს მიუღებელია:

ვიდეო: „ნუცა, შენ ახლა გვამადლო საქართველოს დროშის ფრიალი ნებისმიერ პლატფორმაზე – არა! ნუ გვამადლი ნურც იმ 25 000 და 18 000 ლარიან კონცერტებს… აი შენ რომ ფულის გამო გაყიდულები ეძახე, იმ ადამიანებს შენი გამარჯვებისთვის ესემესები აქვთ გამოგზავნილი…“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ნუცა ბუზალაძეს მიმართავს

„ეს ვიდეო იცი რატომ ჩავწერე? ერთი პატარა უწყინარი კომენტარი დაგიწერე ფეისბუკზე და დამბლოკე, ანუ, წაშალე კომენტარი – უწყინარი კომენტარი და დამბლოკე ნუცა – ოქეი! ეგრე გააგრძელე, შენ ბლოკე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები შენი ფეისბუკიდან, მაშინ, როდესაც შენგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ შენ გაემარჯვა. ეს არის სიმართლე და იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლე ოდნავ მაინც შეგარცხვენს, ახლა წარმატებები“ – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვაში.

სრულად წაკითხვა