WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“ერთი სიამოვნებაა ქოცების დაპირისპირების ყურება” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდთან დაკავშირებით თავის პოზიცია-მოსაზრებებს აფიქსირებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური მდივანი, ნინო ჯანგირაშვილი:

ერთი სიამოვნებაა ქოცების დაპირისპირების ყურება.

ესეგი:

ღარიბაშვილის გასაშავებლად სასტავმა შეუკვეთა აზერბაიჯანულ მედიაში სტატია ვიღაც ქართველი ტიპის ავტორობით, რომელმაც ღარიბაშვილი საფრანგეთის აგენტობაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანში რა თქმა უნდა, ვერც ერთი მედია ვერ გაბედავს ანტისახელისუფლო ნარატივებს, ოღონდ ეს საკითხი ლამაზად მოაგვარეს, რაღაცნაირად ოსტატურად ჩაუფინეს ფონად აზერბაიჯანის პრეტენზიები საფრანგეთის მიმართ და ორგანულად გამოვიდა. მაინც აბსურდია, მაგრამ რაღაცნაირად შეფუთეს.

ღარიბაშვილი კობახიძეს და მდინარაძეს ადანაშაულებს ვიღაც ტიპის მკვლელობაში, იმ ინტერვიუზე დაყრდნობით, რომელიც ამ ტიპმა “ასავალ–დასავალს” მისცა.

ამათ ხელში მარტო ჩვენ და ქვეყანა კი არ ვართ ცოდოები, თვითონაც ცოდოები არიან საკუთარი თავის ხელში🤡

და რაც მთავარია, ღარიბაშვილმა რომ კობახიძე–მდინარაძეს მკვლელობა დააბრალა, ამ საკთხზე დაკითხვაზე ოპოზიციონერები დაიბარეს. ოფიციალური საგიჟეთი ვართ😁“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

“ერთი სიამოვნებაა ქოცების დაპირისპირების ყურება” – ნინო ჯანგირაშვილი
პარალელი