ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქ სიღნაღში 13 წლის გოგონა ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა.
სოფელ ჯუგაანში მცხოვრები, მეშვიდე კლასის მოსწავლე ანი კიკილაშვილი წნორის "არქიმედეს" კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
გარდაცვლილი მოზარდი ანი კიკილაშვილია, რომელიც სოფელ ჯუგაანში ცხოვრობდა და ინფექციის გართულებისას წნორის "არქიმედეს" კლინიკაში მიიყვანეს.
აი, რას ამბობს კლინიკის დირექტორი, ოთარ რუაძე:
ჩვენთან შემოიყვანეს შოკურ მდგომარეობაში. დედის ინფორმაციით, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი, თუმცა ექიმისათვის არ მიუმართავთ. ჩვენთან შემოყვანილი უკვე მძიმე იყო და განხორციელდა რეფერალი თბილისში, თუ არ ვცდები, ინგოროყვას კლინიკაში. სავარაუდოდ, ეს იყო H1N1 ვირუსით გამოწვეული გართულება, თუმცა ალბათ მიმღებ საავადმყოფოში, უფრო დააზუსტებდნენ.
- თქვა რუაძემ.