"ერთმანეთს პირობა მივეცით..." - მუსა ნიახატე მიქაუტაძეს წასვლას ეხმაურება

15 hours ago 3

„ლიონის“ შემტევმა მუსა ნიახატემ ქართველ ფორვარდზე, გიორგი მიქაუტაძეზე, ემოციურად ისაუბრა და ჟურნალისტებთან აღიარა, რომ მისი წასვლა გუნდისთვის რთული მომენტია.

ნიახატემ აღნიშნა, რომ ზუსტად იცის, როგორი ტკივილია „ლიონიდან“ წასვლა, და მოყვა ერთ-ერთი ინციდენტი გასახდელიდან:

ბოლო 72 საათი ადვილი არ იყო. ჟორჟი ყველას გვიყვარს, ის ნამდვილი პროფესიონალია. გასულ სეზონში პირველ ტურში ‘რენის’ წინააღმდეგ ვითამაშეთ, შეცდომა დავუშვი, რომელმაც გოლი გამოიწვია, მან კი მანანდას წინააღმდეგ პენალტი ააცილა. გასახდელში ვიჩხუბეთ და ვთქვით, რომ სანამ ერთად რამეს ვერ მოვიგებდით, კლუბს არ დავტოვებდით. ამიტომ ვიცი, წასვლით გული სტკივა, მაგრამ ეს ფეხბურთია. დარწმუნებული ვარ, ესპანეთში კარგ საქმეს გააკეთებს,“ – განაცხადა ნიახატემ.

სრულად წაკითხვა