ეროვნილი ბანკის აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ სანქცირებული კრიპტო ფირმები მის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს არ წარმოადგენენ

1 week ago 19
National Bank of Georgia; Photo: 1tv.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან 4 სუბიექტი (შპს „ეიაიფორი“, შპს „აბცექს“, შპს „რაპირა გრუპ“, Exnode, Exnode Pay (Arvix) შპს „არვიქს“) საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა „არცერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს“.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. ამასთან, მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა